დონალდ ტრამპი - ირანს კიდევ ერთი შესაძლებლობა აქვს, აშშ-ისა და მოკავშირეების წინააღმდეგ მუქარა დაასრულოს და იმედია, გამოიყენებს - Palitra News

დონალდ ტრამპი - ირანს კიდევ ერთი შესაძლებლობა აქვს, აშშ-ისა და მოკავშირეების წინააღმდეგ მუქარა დაასრულოს და იმედია, გამოიყენებს

2026-03-24 12:47:20+04:00

ახლო აღმოსავლეთში ვითარება უკიდურესად დაძაბულია - აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანზე დაწყებული საჰაერო ოპერაციები გრძელდება, რასაც თეირანი მასშტაბური სარაკეტო და დრონული იერიშებით პასუხობს. ბოლო დღეებში ირანის ბალისტიკურმა რაკეტებმა ისრაელის ტერიტორიაზე მსხვერპლი და ნგრევა გამოიწვია, ხოლო ისრაელი და აშშ ირანის სამხედრო და სტრატეგიულ ობიექტებზე დარტყმებს აძლიერებენ. საერთაშორისო მედიის ცნობით, ვაშინგტონმა ირანს ჰორმუზის სრუტის გახსნის მოთხოვნით 48-საათიანი ულტიმატუმი 5 დღით გაუხანგრძლივა. ომი უკვე მესამე კვირაში გადავიდა და მსხვერპლის რაოდენობა ათასებს აჭარბებს. საერთაშორისო მედია კონფლიქტის დიპლომატიური გზით დასრულებაზე აქტიურად საუბრობს.