აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, პიტერ ანდრეოლი მეორე დღეა საქართველოშია. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა დაგეგმილია მთავრობის, კერძო სექტორისა და ქართული საზოგადოების წარმომადგენლებთან. დღის წესრიგით გათვალისწინებულია ვიზიტი ფოთშიც, პორტში განხორციელებული ამერიკული ინვესტიციის დათვალიერების მიზეზით. ხელისუფლების ოპონენტებისთვის ვიზიტი ადასტურებს, რომ ამერიკა საქართველოს საკითხით დაინტერესებულია. მეორე მხრივ, ოპოზიცია „ქართული ოცნების“ პირობებში ამერიკასთან ურთიერთობის გადატვირთვის პერსპექტივას ვერ ხედავს. საკითხზე ოფიციალური კომენტარი მმართველ გუნდს ჯერ-ჯერობით არ გაუკეთებია.