უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საპატიო პატრიარქი ფილარეტი 98 წლის ასაკში გარდაიცვალა - Palitra News

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საპატიო პატრიარქი ფილარეტი 98 წლის ასაკში გარდაიცვალა

2026-03-20 20:22:23+04:00

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საპატიო პატრიარქი ფილარეტი 98 წლის ასაკში გარდაიცვალა. უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელმა მოუწოდა მთელ უკრაინულ მრევლს, ახლად გარდაცვლილი პატრიარქ ფილარეტის სულისთვის ილოცონ. 9 მარტს ცნობილი გახდა, რომ ფილარეტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო კიევის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. უკრაინული მედია წერს, რომ უკრაინის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, პატრიარქი ფილარეტი უკრაინის საეკლესიო ავტონომიის აღდგენისა და უკრაინაში მართლმადიდებლური ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებისთვის იბრძოდა. უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ტომოსის მიღებამდე ის კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიას ხელმძღვანელობდა. 2018 წელს, გაერთიანების საბჭოსა და უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის შექმნის შემდეგ, ფილარეტი მისი საპატიო პატრიარქი გახდა.