სიონის საპატრიარქო ტაძარში ილია II-ის დაკრძალვისთვის მზადება მიმდინარეობს - Palitra News

სიონის საპატრიარქო ტაძარში ილია II-ის დაკრძალვისთვის მზადება მიმდინარეობს

2026-03-20 20:57:38+04:00

სიონის საპატრიარქო ტაძარში ილია II-ის დაკრძალვისთვის მზადება მიმდინარეობს. უწმინდესსა და უნეტარეს კვირას დაკრძალავენ. მსახურება 09:00 საათზე დაიწყება. მეუფე შიო, მღვდელმთავრებთან ერთად წირვას აღავლენს. მსოფლიო პატრიარქი ბართლომე კი წესის აგებაში მიიღებს მონაწილეობას. პატრიარქის დაკრძალვის დღეს სამების საპატრიარქო ტაძარში შესვლა საშვებით იქნება დაშვებული. კვირას ავტოკეფალური ეკლესიიდან დელეგაციებს ელოდებიან. სამძიმრის წერილს აგზავნის რომის პაპი ლეონ XIV. როგორც რომი პაპის წერილშია აღნიშნული, უამრავი ადამიანისთვის პატრიარქი ილია II იყო ხმა შერიგებისა, დაუღალავი შემოქმედი ერთობისა.