საქართველო კათოლიკოს-პატრიარქს ემშვიდობება - ქვეყანა სულიერ ლიდერს უკანასკნელ პატივს მიაგებს - Palitra News

საქართველო კათოლიკოს-პატრიარქს ემშვიდობება - ქვეყანა სულიერ ლიდერს უკანასკნელ პატივს მიაგებს

2026-03-20 20:51:38+04:00

საქართველო კათოლიკოს-პატრიარქს ემშვიდობება. ქვეყანა სულიერ ლიდერს უკანასკნელ პატივს მიაგებს. სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი გრძელდება, 24 საათის განმავლობაში არ წყდება ხალხის ნაკადი. მრევლი სხვადასხვა ქალაქიდან და რეგიონიდან ჩამოდის. უწმინდესსა და უნეტარეს პატივი მიაგეს ჯარისკაცებმა, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების თანამშრომლებმა, დეპუტატებმა და პოლიტიკოსებმა. ხვალიდან საქართველოს მასშტაბით ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში, 21 და 22 მარტს, 12:00 საათზე სამგლოვიარო ზარებს დარეკავენ.