სიონის ტაძარში ილია II-ის დაკრძალვისთვის მზადება მიმდინარეობს - უწმინდესი და უნეტარესი ილია II მეცხრე პატრიარქი იქნება, რომელსაც სიონში დაკრძალავენ - Palitra News
სიონის ტაძარში ილია II-ის დაკრძალვისთვის მზადება მიმდინარეობს. ტაძარში უკვე დაწყებული აქვთ საფლავის გაჭრა. პატრიარქის განსასვენებელი ადგილი სიონში, მარცხნივ, საკურთხეველთან შეარჩიეს. ილია მეორე მეცხრე პატრიარქი იქნება, რომელსაც სიონში დაკრძალავენ.