დეკანოზი ხვთისო სეხნიაშვილი - გვწამს, რომ ილია მეორე ჩვენი თეთრი და მფარველი ანგელოზი იქნება - Palitra News

დეკანოზი ხვთისო სეხნიაშვილი - გვწამს, რომ ილია მეორე ჩვენი თეთრი და მფარველი ანგელოზი იქნება

2026-03-20 14:49:02+04:00

მეოთხე დღე სრულიად საქართველოს კათოლოკოს პატრიაქრის ილია მეორის გარდაცვალებიდან. სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი გრძელდება და ხალხის ნაკადი არ წყდება. ადამიანები სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოდიან. ხვალიდან საქართველოს მასშტაბით ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში, 21 და 22 მარტს, 12:00 საათზე სამგლოვიარო ზარებს დარეკავენ. კვირის მსახურება 09:00 საათზე დაიწყება. მეუფე შიო, მღვდელმთავრებთან ერთად წირვას აღავლენს. მსოფლიო პატრიარქი ბართლომე კი წესის აგებაში მიიღებს მონაწილეობას. პატრიარქის დაკრძალვის დღეს სამების საპატრიარქო ტაძარში შესვლა საშვებით იქნება დაშვებული. კვირას ავტოკეფალური ეკლესიიდან დელეგაციებს ელოდებიან. მზადება ილია მეორის დაკრძალვისთვის და ხალხის უწყვეტი ნაკადი სამებაში. მაგდა ბლუაშვილს ვრთავთ ადგილიდან.