სამების საპატრიარქო ტაძარში ილია II-ის პატივის მისაგებად სამოქალაქო პანაშვიდები მიმდინარეობს - რა ვითარებაა ადგილზე - Palitra News

სამების საპატრიარქო ტაძარში ილია II-ის პატივის მისაგებად სამოქალაქო პანაშვიდები მიმდინარეობს - რა ვითარებაა ადგილზე

2026-03-20 12:42:53+04:00

საქართველო კათოლიკოს-პატრიარქის გლოვობს. სამების საპატრიარქო ტაძარში ილია II-ის პატივის მისაგებად სამოქალაქო პანაშვიდები მიმდინარეობს. სამების საპატრიარქო ტაძართან მოქალაქეების ნაკადი არ წყდება. ტაძრის ეზო და მიმდებარე ქუჩები ხალხით იყო სავსე მთელი ღამის განმავლობაში. ასობით მოქალაქეს რიგში ღამის გათენებაც მოუწია. ცოტახნისწინ პანაშვიდზე მივიდნენ ჯარისკაცები და თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ჩიქოვანი. როგორც საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის უფროსმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, ილია მეორეს განსაკუთრებით უყვარდა ჩვენი სამშობლოს დამცველები. მაგდა ბლუაშვილი იმყოფება დილიდან სამების საკათედრო ტაძარში.