ახლოაღმოსავლეთში ვითარება კვლავ დაძაბულია. ისრაელის პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ირანს დღეს ურანის გამდიდრების და ბალისტიკური რაკეტების წარმოების შესაძლებლობა აღარ აქვს, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ისრაელი მიზანს მიღწეულად აცხადებს, ვიდრე ორმხრივი იერიშები გრძელდება - ომის დასრულების კონტურები არ ჩანს. ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ირანელი ხალხისთვის თავისუფლების მოსაპოვებლად პირობების შექმნა, ჯერ კიდევ მისაღწევია. ამავდროულად, ვრცელდება ცნობები დაშავებულებისა და დაღუპულების შესახებ. აშშ-ში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა დამცველი აქტივისტების საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ირანში ომს, 28 თებერვლის შემდეგ, 3 186 ადამიანი ემსხვერპლა. ვითარება ახლოაღმოსავლეთში.