ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინული დელეგაცია შეერთებულ შტატებში მიემგზავრება, სადაც შაბათს ამერიკულ მხარესთან შეხვედრას გამართავს. ზელენსკის თქმით, მოლაპარაკებებთან დაკავშირებული საკითხები უკრაინულ გუნდთან დეტალურად განიხილა. ამავდროულად, ვრცელდება ცნობები, რომ ევროკავშირი, უნგრეთის მხრიდან წინააღმდეგობის მიუხედავად, 2026-2028 წლებში უკრაინას 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხს მაინც გამოუყოფს. შესაბამისი განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპული საბჭოს შეხვედრის შემდეგ გააკეთა.