სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ანზორ ჩუბინიძის განცხადებით, პირადად ის მხარს არ დაუჭერდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვაზე მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დასწრებას.
მისივე თქმით, ამ ყველაფერს, შესაძლოა, „რაღაც აღელვება“ მოჰყვეს ხალხში.
„უსაფრთხოების უზრუნველყოფა შესაძლებელია. უსაფრთხოების დაცვა შესაძლებელი იქნება, თუმცა პირადად არ დავუჭერდი მხარს. მასებთან შესაძლებელია რაღაც აღელვება მოჰყოლოდა ამ ყველაფერს“,- აღნიშნავს ჩუბინიძე „ტვ პირველთან".
ცნობისთვის, პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ითხოვს, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვაზე მიიყვანონ.
„ვთხოვე ჩემს ადვოკატს განცხადების დაწერა და ვითხოვ, რომ პატრიარქის გასვენებაში მიმიყვანონ, როგორც მისი მეგობარი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი“, - წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.