ირან-აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო ესკალაცია გრძელდება - Palitra News

ირან-აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო ესკალაცია გრძელდება

2026-03-18 20:46:38+04:00

ირან-აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო ესკალაცია გრძელდება. ისრაელის სამიზნე, ირანელი მაღალჩინოსნები არიან. დასტურდება ინფორმაცია, ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელის, ალი ლარიჯანის ლიკვიდაციის შესახებ. დარტყმები გრძელდება ბეირუთსა და სხვა მეზობელ სახელმწიფოებში. განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია ჰორმუზის სრუტე. აშშ-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ ირანის დამარცხების შემდეგ, ჰორმუზის სრუტეზე პასუხისმგებლობა აშშ-ის მოკავშირეებმა უნდა აიღონ. თუმცა ირანი უკან დახევას არ აპირებს და საჰაერო იერიშებს გაანგრძობს.