ყოფილი სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა - Palitra News

ყოფილი სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა

2026-03-18 20:45:20+04:00

ყოფილი სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა. ის თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე ჩვენებას თითქმის ერთი საათის განმავლობაში აძლევდა. როგორც აღნიშნა, მას გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი, რის გამოც, დასმული კითხვებისა და გამოკითხვის დეტალებზე არ უსაუბრია. ნანუაშვილს მიაჩნია, რომ “მოსკოვის მექანიზმთან” დაკავშირებით სუს-ში მიმდინარე გამოძიებით საქართველოს ხელისუფლება ეუთოს მოთხოვნებს არღვევს, რადგან როგორც ნანუაშვილმა განმარტა, ხელისუფლება ვალდებულია “მოსკოვის მექანიზმთან” ითანამშრომლოს და დაიცვას იმ პირთა უფლებები, რომელთაც ექსპერტებთან სხვადასხვა ფორმით კომუნიკაცია ექნებათ.