საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამენ მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიების უმაღლესი სასულიერო პირები - Palitra News

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამენ მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიების უმაღლესი სასულიერო პირები

2026-03-18 20:44:20+04:00

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამენ მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიების უმაღლესი სასულიერო პირები. ქართველ ხალხს სამძიმარს უცხადებენ საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. აშშ-ი, იტალია, გერმანია, შვედეთი, სლოვაკეთი, საფრანგეთი, პოლონეთი, თურქეთი და ისრაელი - ეს არასრული ჩამონათვალია იმ ქვეყნებისა, რომლებმაც ილია მეორის ხსოვნას პატივი მიაგეს. სხვადასხვა ქვეყნის სასულიერო ლიდერები და საერთაშორისო რელიგიური ორგანიზაციები კათოლიკოს პატრიარქს იხსენებენ, როგორც რწმენისა და სულიერი ერთობის სიმბოლოს.