ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს საქართველოს საკითხსაც განიხილავენ და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე შესაძლო შემდგომ ნაბიჯებზე მსჯელობენ - Palitra News

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს საქართველოს საკითხსაც განიხილავენ და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე შესაძლო შემდგომ ნაბიჯებზე მსჯელობენ

2026-03-16 20:32:25+04:00

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს საქართველოს საკითხსაც განიხილავენ და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე შესაძლო შემდგომ ნაბიჯებზე მსჯელობენ.

ბრიუსელში აღნიშნული შეხვედრა იმ ფონზე მიმდინარეობს, როდესაც ევროკავშირმა დიპლომატიური პასპორტის მქონე ქართველი მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვები უკვე აამოქმედა. მინისტრები უკრაინაში და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებთან ერთად საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობაზეც მსჯელობენ.

ევროპელი ლიდერები აცხადებენ, რომ თბილისმა დემოკრატიული ინსტიტუტების დაცვის მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას.