საქართველოს პრემიერ-მინისტრი „ამბასადორ აილენდ ბათუმის“ პირველი ცათამბჯენის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა - Palitra News

საქართველოს პრემიერ-მინისტრი „ამბასადორ აილენდ ბათუმის“ პირველი ცათამბჯენის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა

2026-03-14 20:11:28+04:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრი „ამბასადორ აილენდ ბათუმის“ პირველი ცათამბჯენის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა. როგორც ირაკლი კობახიძემ თქვა, უმსხვილესი ნაგებობა ახალ სტანდარტს ამკვიდრებს რეგიონში და,ზოგადად, შავი ზღვისპირეთში. კობახიძის თქმით, ეს პროექტი არის ნათელი დადასტურება, რომ საქართველოში ყველაზე თამამი და ამბიციური იდეების სწრაფი და ეფექტური განხორციელება სრულიად რეალურია. ბათუმში ვიზიტის ფარგლებში პრემიერი „ოცნების ქალაქის“ სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობასაც გაეცნო. მან დეტალური ინფორმაცია მიიღო პროექტზე, რომლის დასრულება 2028 წელს იგეგმება. კობახიძემ ოლიმპიური სტანდარტების საცურაო აუზის მშენებლობაც დაათვალიერა. პროექტის ფარგლებში უკვე დასრულდა და ფუნქციონირებს 1500 მაყურებელზე გათვლილი ყინულის არენა.