ახლო აღმოსავლეთში სამხედრო დაპირისპირება გრძელდება და რეგიონში უსაფრთხოების ვითარება კვლავ დაძაბულია. ირანს, აშშ-სა და ისრაელს შორის შეტაკებები არ წყდება - თეირანი სარაკეტო და დრონებით იერიშებს ახორციელებს ისრაელის ტერიტორიაზე და რეგიონში განთავსებულ ამერიკულ ობიექტებზე, ხოლო ვაშინგტონი და თელ-ავივი საპასუხო დარტყმებს ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურაზე აგრძელებენ. დაძაბულობა განსაკუთრებით გაიზარდა ჰორმუზის სრუტეში, სადაც უსაფრთხოების რისკების ზრდის ფონზე გლობალურ ენერგეტიკულ ბაზრებზეც მერყეობა შეინიშნება. საერთაშორისო ლიდერები მხარეებს სამხედრო მოქმედებების შეწყვეტისა და ვითარების დეესკალაციისკენ მოუწოდებენ, თუმცა ამ ეტაპზე კონფლიქტის შემცირების ნიშნები არ ჩანს.