სომხეთის ხელისუფლება ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე ერთ-ერთ მნიშვნელოვან დაბრკოლებად ევროკავშირსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის შეჩერებას ასახელებს - Palitra News

სომხეთის ხელისუფლება ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე ერთ-ერთ მნიშვნელოვან დაბრკოლებად ევროკავშირსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის შეჩერებას ასახელებს

2026-03-12 20:35:02+04:00

სომხეთის ხელისუფლება ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე ერთ-ერთ მნიშვნელოვან დაბრკოლებად ევროკავშირსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის შეჩერებას ასახელებს და მხარეებს კონსტრუქციული თანამშრომლობის აღდგენისკენ მოუწოდებს. ნიკოლ ფაშინიანის მიერ ამ საკითხზე გაკეთებულ განცხადებას საქართველოში განსხვავებული პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა. ოპოზიციის ნაწილი არ გამორიცხავს, რომ სომხეთის ფაშინიანის ეს განცხადება „ქართულ ოცნებასთან“ კონსულტაციების შედეგი იყოს. ოპოზიციის მეორე ნაწილი კი ამბობს, რომ შექმნილი ვითარება საგანგაშოა, რადგან მეზობელი სახელმწიფოს ლიდერი საქართველოს კონტექსტში შეჩერებულ ევროინტეგრაციაზე საუბრობს. მმართველ გუნდში კი განმარტავენ, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები კონკრეტულ ფაქტორებს ეფუძნება. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ბრიუსელმა კარგად იცის, რა ნაბიჯებით შეიძლება საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგის აღდგენა.