ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართული დებატები თბილისში მკვეთრი პოლიტიკური შეფასებების მიზეზი გახდა - Palitra News

ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართული დებატები თბილისში მკვეთრი პოლიტიკური შეფასებების მიზეზი გახდა

2026-03-12 20:33:33+04:00

ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართული დებატები თბილისში მკვეთრი პოლიტიკური შეფასებების მიზეზი გახდა. ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ევროპარლამენტართა მხრიდან გამოთქმული კრიტიკა მათთვის მიუღებელია - „ქართული ოცნების“ ლიდერები ელენე ხოშტარიას პოლიტიკურ პატიმრად მოხსენიებას სახელმწიფო ინსტიტუტებთან დაპირისპირების წახალისებად აფასებენ.მმართველი პარტიის წარმომადგენლები მოქმედ ევროპარლამენტს საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობას ადარებენ. ოპოზიციის წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ სწორედ ეს დებატები აჩვენებს ქვეყნის რეალურ მდგომარეობას. მათი შეფასებით, საქართველოში სტაბილურობა და მშვიდობიანი გარემო სრულფასოვანი ცხოვრებისთვის აღარ არის უზრუნველყოფილი.