შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, სრულად განახორციელოს ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ რეკომენდაციები - Palitra News

შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, სრულად განახორციელოს ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ რეკომენდაციები

2026-03-12 22:26:35+04:00

შვედეთი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, სრულად განახორციელოს ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ რეკომენდაციები, - ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შვედეთი დამოუკიდებელი ექსპერტის შეფასებას სრულად იზიარებს და მიესალმება.

„ადამიანის უფლებები, დემოკრატია და კანონის უზენაესობა ეუთოს ძირეულ პრინციპებსა და ვალდებულებას წარმოადგენს.

შვედეთი მიესალმება საქართველოს ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ დამოუკიდებელი ექსპერტის შეფასებას და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, სრულად განახორციელოს ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ რეკომენდაციები“, - ნათქვამია განცხადებაში.