ახლო აღმოსავლეთში დაპირისპირება და კონფლიქტი გრძელდება. აშშ-ის პრეზიდენტის პროგნოზის ფონზე, რომ ომი მალე დასრულდება, „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ ყველაზე ინტენსიური და ძლიერი დარტყმების დაწყების შესახებ იუწყება. თეირანზე დარტყმების ახალ ტალღას აანონსებს ისრაელიც. ირანი უკან დახევას არ განიხილავს, გამორიცხავენ მოლაპარაკებებსაც და რეგიონში დაპირისპირების გაგრძელებასთან ერთად, ქვეყნის შიგნით, სტაბილური გარემოს შექმნის პირობასაც დებენ. ირანის პოლიციის უფროსის განცხადებით, ქვეყანაში საპროტესტო აქციების დაწყების შემთხვევაში, მომიტინგეებს ისე მოეპყრობიან, როგორც მტრებს. რეგიონისა და მსოფლიოს სხვა სახელმწიფოები ომისგან გამოწვეულ პრობლემებზე საუბრობენ, მათ შორის, ეკონომიკურ კრიზისზე, ნავთობის ფასის ზრდის კონტექსტში. თურქეთს მიაჩნია, რომ პრობლემების მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაჭრის შესაძლებლობა არსებობს, თუმცა კონფლიქტში ჩართული მხარეები კვლავ ომს ირჩევენ. არის თუ არა კონფლიქტის დასრულების რესურსი?!