სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში, მხარეებთან დიალოგისა და მოსაზრებების შეჯერების შემდეგ, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ სტაბილურობისა და ქვეყნის პრობლემების მოგვარებისთვის სერიოზულ დაბრკოლებად დიალოგის არ არსებობა დაასახელა. პოლარიზაციაზე, როგორც ხილული პრობლემაზე საუბრობს მმართველი გუნდი, თუმცა პასუხისმგებლობას ოპონენტებს აკისრებენ. მიაჩნიათ, რომ გამომწვევი მიზეზი პარლამენტის ბოიკოტი და პროცესების ქუჩაში გადატანა იყო. თავის მხრივ, დიალოგის სივრცის გაუქმებაში ოპოზიცია ხელისუფლებას ადანაშაულებს. პრობლემად კი საკანონმდებლო ცვლილებებს და არჩევნების დანიშვნაზე ქართული ოცნებისგან უარი სახლდება. მიაჩნიათ, რომ ვითარებას მხოლოდ ახალი არჩევნები და დაკავებული პირების გათავისუფლება გამოასწორებს.