„ელენე ხოშტარიას საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის ქვეშ“ - ამ სახელწოდებით ევროპარლამენტში დებატები რამდენიმე საათში დაიწყება, თუმცა ვიდრე მომხსენებლები საქართველოს შესახებ ისაუბრებენ.. იქამდე, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, სიტყვით გამოსვლისას, საქართველოსთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ფაშინიანი სომხეთის ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ყველაზე დიდ პრობლემად ევროკავშირ-საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის გაყინული მდგომარეობას ასახელებს. სომხეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, მას შემდეგ რაც საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭა, სომხეთის ევროინტეგრაციის პერსპექტივებიც, უფრო რეალური გახდა.