ოპოზიციური პარტიების მიერ შექმნილი ახალი „პოლიტიკური ალიანსის“ შემდეგ „ქართულ ოცნებაში“ შესაძლოა გადაიხედოს იმ პარტიების ჩამონათვალი, რომელთა აკრძალვასაც ხელისუფლება საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი სარჩელით ითხოვს. ამ ეტაპზე სარჩელი 3 პოლიტიკურ პარტიას ეხება, თუმცა, ირაკლი კობახიძის განმარტებით, შესაძლოა, საჭირო გახდეს როგორც პარტიების დასახელებების კორექტირება, ისე სიის გაფართოება.მანვე განმარტა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება იმ ფაქტს უკავშირდება, რომ 9 ოპოზიციურმა პარტიამ მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივი პოზიცია გამოხატა. „ოპოზიციურ ალიანსში“ კი პრემიერ-მინისტრის ამ განცხადებას მუქარად მიიჩნევენ. მათი განმარტებით, ხელისუფლებას ოპოზიციის გაერთიანების ეშინია და სწორედ ამიტომ, ამ მექანიზმის გამოყენებას პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად ცდილობს.