ევროკავშირმა საქართველოში მდებარე ყულევის ნავთობის ტერმინალი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტში არ შეიყვანა - Palitra News

ევროკავშირმა საქართველოში მდებარე ყულევის ნავთობის ტერმინალი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტში არ შეიყვანა

2026-03-10 21:13:17+04:00

ევროკავშირმა საქართველოში მდებარე ყულევის ნავთობის ტერმინალი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტში არ შეიყვანა. ამის შესახებ საუბრობს ევროკავშირის სანქციების საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი, დევიდ ო’სალივანი. მანვე განმარტა, რომ თავდაპირველად ყულევის პორტის სანქცირება ნამდვილად განიხილებოდა, რადგან პორტში რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერების შესვლის ფაქტები ფიქსირდებოდა, თუმცა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ შეიცვალა, რაც საქართველოს ხელისუფლებამ და პორტის ოპერატორმა ევროკავშირის სანქციების მკაცრი დაცვის ვალდებულება აიღეს - მათ შორის, საქართველომ დაადასტურა, რომ სანქცირებული გემები ქართულ პორტებში ვერ შევლენ და შესაბამის მომსახურებას ვერ მიიღებენ.