ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციამ საქართველოში ვიზიტი დაასრულა. დელეგაციის წარმომადგენლები დღეს გეკა გელაძეს, მაკა ბოჭორიშვილს, ლევან იოსელიანს და მიხეილ ყაველაშვილს შეხვდნენ. დღის ბოლოს კი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ირაკლი კობახიძეს შეხვდა - მანამდე კი შეხვედრები დელეგაციის წარმომადგენლებსა და ოპოზიციისა და მესამე სექტორის ლიდერებს შორისაც გაიმართა. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ დასავლელ დიპლომატებთან საუბარი შეეხო ქვეყანაში არსებულ ვითარებას, ხოლო ოპოზიციაში ამბობენ, რომ დელეგაციის მხრიდან საკმაოდ კრიტიკულ დასკვნასა და შეფასებას ელოდებიან. კიდევ რაზე ისაუბრეს ქართველმა პოლიტიკოსებმა და რა კომენტარი გააკეთა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა?