ევროკომისიის მიერ ქართული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის შეჩერების გადაწყვეტილება ამოქმედებულია და სულ მცირე მომდევნო 1 წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ევროკავშირში ოფიციალური და დიპლომატიური მოგზაურობისას ვიზის აღება მოუწევთ. ამავე დროს, საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის გარე საზღვრებზე შესასვლელად გაძლიერებულ შემოწმებას გაივლიან. ეს მექანიზმი მონაცემთა ბაზებში მგზავრის დამატებით გადამოწმებას ითვალისწინებს. ევროკომისია საქართველოს ხელისუფლებას ანტიდემოკრატიული ნაბიჯების გადადგმაში ადანაშაულებს. „ქართული ოცნება“ კი შეზღუდვების საფუძველს ვერ ხედავს. შესაძლოა თუ არა ვიზალიბერალიზაციის გაუქმება საქართველოის მოქალაქეებს შეეხოს - რას ამბობენ ამ თემაზე პოლიტიკური მხარეები და როგორია ექსპერტთა პროგნოზი