„ოპოზიციური ალიანსი“ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების ჩატარებას აანონსებს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ დემონსტრაციების ჩატარების თარიღები უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. როგორც 9 ოპოზიციური პარტიისგან შემდგარ ალიანსისში აცხადებენ, მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საკითხებს შორისაა: „ქართული ოცნების“ ხელისუფლების არაღიარება, საერთაშორისო პარტნიორებთან მუდმივი კომუნიკაცია და მოსახლეობასთან რეგიონებში დაგეგმილი შეხვედრები. ამის საპასუხოდ, „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ოპოზიციური ალიანსი არ არსებობს და სინამდვილეში ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“. მმართველი პარტიის ლიდერები ოპოზიციურ გაერთიანებაში შემავალ სუბიექტებს უწოდებენ „კოლექტიური აზროვნების მქონე ჯგუფ, რომლისთვისაც ამოსავალი წერტილი გარე ძალების მსახურებაა“.