ახლო აღმოსავლეთი ირანისა და ისრაელის სამხედრო დაპირისპირება, რომელშიც აშშ-ც ჩართულია გრძელდება. მთელი ღამის განმავლობაში ირანმა ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა, რის შედეგადაც მედია დაშავებულების შესახებ იუწყება. დაიბომბა ბაჰრეინიც, სადაც ასევე დაშავებულია ათობით ადამიანი. მედიის ინფორმაციით, კატარის დედაქალაქ დოჰაში აფეთქებების ხმები ისმოდა. ახალი თავდასხმების შესახებ განაცხადეს საუდის არაბეთმა და ქუვეითმაც. ამავდროულად, ცნობილი ხდება, რომ ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა მის შემცვლელად აირჩიეს. ისრაელის უსაფრთხოების სამსახურები მიიჩნევენ, რომ აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა ხამენეი, შესაძლოა, გასულ კვირას განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად დაჭრილი იყოს. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ირანის უზენაესი ლიდერის არჩევაში აუცილებლად თავადაც უნდა იყოს ჩართული.