როგორ მიმდინარეობს სასამართლოში 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებულების, ზურაბ ჭავჭანიძის, ვლადიმერ გველესიანისა და კიდევ 12 პირის საქმის განხილვა - Palitra News

როგორ მიმდინარეობს სასამართლოში 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებულების, ზურაბ ჭავჭანიძის, ვლადიმერ გველესიანისა და კიდევ 12 პირის საქმის განხილვა

2026-03-09 12:39:09+04:00

თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებულების, ზურაბ ჭავჭანიძის, ვლადიმერ გველესიანისა და კიდევ 12 პირის საქმის განხილვა მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს იკვლევენ, პროკურატურას 3 მოწმე ჰყავს წარმოდგენილი, მათ შორის, არის პოლიციელი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ორი თანამშრომელი. დღევანდელ სხდომაზე დაკავებული პირების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯება.