ევროკავშირის ლიდერები საქართველოში მიღებულ ახალ საკანონმდებლო ცვლილებებს აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ ქვეყანა ევროკავშირთან დაახლოების გზას შორდება - Palitra News

ევროკავშირის ლიდერები საქართველოში მიღებულ ახალ საკანონმდებლო ცვლილებებს აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ ქვეყანა ევროკავშირთან დაახლოების გზას შორდება

2026-03-07 20:19:26+04:00

ევროკავშირის ლიდერები საქართველოში მიღებულ ახალ საკანონმდებლო ცვლილებებს აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ ქვეყანა ევროკავშირთან დაახლოების გზას შორდება. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასისა და გაფართოების საკითხებში კომისრის მარტა კოსის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

ევროპელი ოფიციალური პირების შეფასებით, პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებები ქვეყანაში პოლიტიკური საქმიანობისა და სამოქალაქო სივრცის შეზღუდვის საფრთხეს ქმნის. ახალი რეგულაციები უცხოური დაფინანსებისა და პოლიტიკური აქტივობის საკითხებს მკაცრად არეგულირებს და გარკვეულ შემთხვევებში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობასაც ითვალისწინებს.

ევროკავშირის წარმომადგენლები ასევე აღნიშნავენ, რომ ბუნდოვანმა სამართლებრივმა ფორმულირებებმა შესაძლოა შერჩევითი აღსრულებისა და სამართლებრივი გაურკვევლობის რისკი გაზარდოს.