ოპოზიციური პოლიტიკური ძალები ერთობლივ სამოქმედო გეგმაზე შეთანხმდნენ - რას აცხადებენ პოლიტიკოსები? - Palitra News

ოპოზიციური პოლიტიკური ძალები ერთობლივ სამოქმედო გეგმაზე შეთანხმდნენ - რას აცხადებენ პოლიტიკოსები?

2026-03-06 20:42:20+04:00

ოპოზიციური პოლიტიკური ძალები ერთობლივ სამოქმედო გეგმაზე შეთანხმდნენ. პროცესში 9 ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფია ჩართული.ოპოზიციის განცხადებით, შეთანხმებული გეგმის მთავარი მიმართულებები პროტესტის მასშტაბის გაზრდა, საერთაშორისო ვიზიტების გააქტიურება და მოსახლეობასთან პირდაპირი კომუნიკაციის გაფართოება იქნება. პოლიტიკოსები ასევე აცხადებენ, რომ რეგიონებში შეხვედრებსა და საზოგადოებასთან აქტიურ დიალოგს განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობენ.ერთიანობის იდეას მხარდაჭერას არასამთავრობო ორგანიზაციებიც უცხადებენ. სწორედ ამ კონტექსტში მესამე სექტორის წარმომადგენლები 7 მარტს მარშის ჩატარებას გეგმავენ, რომელიც სიმბოლურად ერთიანობას მიეძღვნება.