ახლო აღმოსავლეთში სამხედრო დაპირისპირება უფრო მეტად ფართოვდება და კონფლიქტში უფრო აქტიურად უკვე აშშ-ც ერთვება. რეგიონში ვითარება სწრაფად იძაბება. ისრაელი ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურასა და ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ ობიექტებზე საჰაერო დარტყმებს ახორციელებს. შეტევების ძირითადი ნაწილი კი ქვეყნის ცენტრალურ და დასავლეთ რეგიონებზე მოდის. გარდა ამისა, ისრაელის შეტევის ერთ-ერთ მიმართულებად ლიბანიც სახელდება, სადაც, გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელმა „ჰეზბოლას“ რამდენიმე სამეთაურო ცენტრს დაარტყა.ამავე დროს, აშშ იერიშებს ირანის სამხედრო პოზიციებსა და თეირანთან დაკავშირებულ ძალებზე ახორციელებს, განსაკუთრებით კი იმ ობიექტებზე, რომლებიც რეგიონში ამერიკული სამხედრო ბაზებისთვის საფრთხედ მიიჩნევა.ამის საპასუხოდ, ირანი ბალისტიკური რაკეტებითა და დრონებით იერიშებს ისრაელის ქალაქებსა და სპარსეთის ყურის რეგიონში მდებარე ობიექტებზე ახორციელებს, მათ შორის იმ ადგილებზე, სადაც ამერიკული სამხედრო ბაზებია განთავსებული.რა ვითარებაა ახლო აღმოსავლეთის რეგიონში და რას ამბობენ მსოფლიო ლიდერები?