ევროკომისიამ ქართული დიპლომატიური პასპორტის მფლობელებს უვიზო მიმოსვლა შეუჩერა - როგორ აფასებენ ამ გადაწყვეტილებას ქართველი პოლიტიკოსები? - Palitra News

ევროკომისიამ ქართული დიპლომატიური პასპორტის მფლობელებს უვიზო მიმოსვლა შეუჩერა - როგორ აფასებენ ამ გადაწყვეტილებას ქართველი პოლიტიკოსები?

2026-03-06 20:31:43+04:00

ევროკომისიამ საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლა დროებით შეაჩერა. გადაწყვეტილება ძალაში დღეს შევიდა და ის მომავალი წლის 6 მარტამდე, 12 თვის განმავლობაში იმოქმედებს.გადაწყვეტილების შედეგად, აღნიშნული კატეგორიის პასპორტების მქონე პირებს ოფიციალური მიზნებით შენგენის ქვეყნებში გამგზავრებისას ვიზის მიღება მოუწევთ. ევროკომისია ასევე მიუთითებს, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება არსებული პრობლემების მოგვარებას ვერ შეძლებს, შეზღუდვის ვადა შესაძლოა 24 თვემდე გაგრძელდეს. ამ შემთხვევაში ზომების გაფართოება უკვე საქართველოს ყველა მოქალაქეზეც განიხილება.ევროკომისიის განცხადებაში განსაკუთრებით არის აღნიშნული საპროტესტო აქციების მონაწილეების, ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებები. როგორ აფასებენ ამ გადაწყვეტილებას ქართველი პოლიტიკოსები?