ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაუმჯობესებისა და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის მიზნით, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია რამდენიმე დღეა აშშ-ში იმყოფება. შეხვედრა შედგა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრთან და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან. ქართული მხარე სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის მოლოდინშია. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მშვიდად დაელოდებიან შესაძლებლობას, როცა ურთიერთობები არა ყველაფრის ფასად, არამედ სამართლიან პირობებში გადაიტვირთება. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ქართული ოცნების ანტიდასავლური რიტორიკის ფონზე ყველანაირი მცდელობა მარცხით დასრულდება.