ერთობა, ერთნაირობის გარეშე - ამ პრინციპზე დაფუძნებულმა ოპოზიციურმა ალიანსმა თანამშრომლობის გარანტ დოკუმენტზე ხელი გუშინ მოაწერეს, დღეს კი პირველი სამუშაო შეხვედრა გამართეს - Palitra News

ერთობა, ერთნაირობის გარეშე - ამ პრინციპზე დაფუძნებულმა ოპოზიციურმა ალიანსმა თანამშრომლობის გარანტ დოკუმენტზე ხელი გუშინ მოაწერეს, დღეს კი პირველი სამუშაო შეხვედრა გამართეს

2026-03-04 20:57:29+04:00

ერთობა, ერთნაირობის გარეშე - ამ პრინციპზე დაფუძნებულმა ოპოზიციურმა ალიანსმა თანამშრომლობის გარანტ დოკუმენტზე ხელი გუშინ მოაწერეს, დღეს კი პირველი სამუშაო შეხვედრა გამართეს. აქციების ორგანიზება, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლებთან შეხვედრები და საერთაშორისო პარტნიორებთან მაღალი დონის ვიზიტები - ეს ალიანსის სამომავლო გეგმების ჩამონათვალია. ოპოზიციონერი სუბიექტები დარწმუნებული არიან, რომ ერთობა ცვლილებისა და მშვიდობიანი გარდაქმნის საფუძველი გახდება. ხელისუფლების ოპონენტების აზრით, გაერთიანებას ალტერნატივა არ აქვს, ამიტომ მათ რიგებში ელოდებიან ყველა სუბიექტსა თუ ჯგუფს, რომლებსაც ხელისუფლების ცვლილების სურვილი აქვს. ალიანსის შეთავაზებაზე კვლავ უარია ლელოსა და პარტია გახარია საქართველოსთვის გუნდისგან. ოპოზიციის გეგმები არასერიოზულია მმართველი გუნდისთვისაც.