საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ვიზიტით აშშ-ში იმყოფება - Palitra News

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ვიზიტით აშშ-ში იმყოფება

2026-03-04 15:51:20+04:00

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ვიზიტით აშშ-ში იმყოფება. მიზანი ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაუმჯობესება და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენაა. შეხვედრა შედგა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრთან და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში,სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან. ქართული მხარე სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის მოლოდინშია. ხელისუფლების წარმომადგგენლების განცხადებით, მშვიდად დაელოდებიან შესაძლებლობას, როცა ურთიერთობები არა ყველაფრის ფასად, არამედ სამართლიან პირობებში გადაიტვირთება. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ქართული ოცნების ყველანაირი მცდელობა ანტიდასავლური რიტორიკის ფონზე უშედეგოდ ჩაივლის.