ოპოზიციურმა ალიანსმა“ პირველ სამუშაო შეხვედრას გამართა. შეხვედრაზე სამომავლო გეგმებსა და სტრატეგიებზე იმსჯელეს. აქციების ორგანიზება, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლებთან შეხვედრები და საერთაშორისო პარტნიორებთან მაღალი დონის ვიზიტები - ეს არის ის შემდგომი ნაბიჯები, რომლის გადადგმასაც 9 ოპოზიციური პარტიისგან შემდგარი ალიანსი გაერთიანების შედეგად აპირებს. ალიანში შემავალი პოლიტიკური პარტიები თანხმდებიან, რომ არსებული პოლიტიკური ვითარების ფონზე, როცა მათი შეფასებით ქართული ოცნების ხელშია ყველა ინსტიტუცია და ფინანსური რესურსი, ერთიანობა რეალური გამოსავალია. თუმცა იქვე დასძენენ, რომ გაერთიანება არ გულისხმობს პარტიულ იდეოლოგიურ იდენტობაზე უარის თქმას. ალიანში ელოდებიან სხვა პროდასავლურ ჯგუფებსაც, მათ შორის სურვილის შემთხვევაში ლელოსაც, თუმცა თავად პარტია ლელო ერთიანობას მხარს არ უჭერს, ალიანსი წითელი ხაზია გახარია საქართველოსთვის გუნდისთვის. ოპოზიციის პოლიტიკური შესაძლებლობების არ სჯერა ქართულ ოცნებას.