ისრაელ-ირანის სამხედრო დაპირისპირება გრძელდება - Palitra News

ისრაელ-ირანის სამხედრო დაპირისპირება გრძელდება

2026-03-04 15:47:21+04:00

ისრაელ-ირანის სამხედრო დაპირისპირება გრძელდება. პროცესში აქტიურად არის ჩართული აშშ-იც. ისრაელმა ირანის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი თავდასხმების ახალი ტალღა დაიწყო. ისრაელის თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცი აცხადებს, რომ ირანის რეჟიმის მიერ აიათოლა ალი ხამენეის შემცვლელად დანიშნული ნებისმიერი ლიდერი ლიკვიდაციის ცალსახა სამიზნე იქნება. ისრაელი ბეირუთში შენობების დაბომბვას განაგძობს, ქვეყნის მთავარ აეროპორტთან აფეთქება მოხდა. მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებენ. საჰაერო სივრცე ჩაკეტილია ლარნაკას აეროპორტის თავზეც. დღეს დილით კვიპროსმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლიბანთან ახლოს ცაში „შესაძლო საეჭვო ობიექტი“ გამოჩნდა. აშშ-ში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა დამცველი აქტივისტების საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით ირანში 28 თებერვლის შემდეგ 1097 სამოქალაქო პირი დაიღუპა.