სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით ქვეყნის ორ სხვადასხვა რეგიონში ორი პირი დააკავეს - Palitra News

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით ქვეყნის ორ სხვადასხვა რეგიონში ორი პირი დააკავეს

2026-03-04 13:16:40+04:00

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით ქვეყნის ორ სხვადასხვა რეგიონში ორი პირი დააკავეს. ქვემო ქართლის რეგიონში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ბრალდებულის საცხოვრებელ სახლსა და დამხმარე ნაგებობებში ნარკოტიკული საშუალებები „ბუპრენორფინი“ და გამომშრალი მარიხუანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. ამასთან, აფხაზეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ზუგდიდში კიდევ ერთი პირი დააკავეს - მას ორ შეკვრად დაფასოებული, სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ აღმოაჩნდა. ორივე ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს. აღნიშნული დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.