აკადემიური წრეების წარმომადგენლები უმაღლესი განათლების რეფორმას აპროტესტებენ და უნივერსიტეტების ავტონომიის დაცვას ითხოვენ - Palitra News

აკადემიური წრეების წარმომადგენლები უმაღლესი განათლების რეფორმას აპროტესტებენ და უნივერსიტეტების ავტონომიის დაცვას ითხოვენ

2026-03-03 21:02:21+04:00

აკადემიური წრეების წარმომადგენლები უმაღლესი განათლების რეფორმას აპროტესტებენ და უნივერსიტეტების ავტონომიის დაცვას ითხოვენ. პროფესორები და სტუდენტები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან შეიკრიბნენ, სადაც ახალი რეგულაციების გადახედვას მოითხოვდნენ.მათი განცხადებით, საგანმანათლებლო პროგრამების მართვისა და კვოტირების გადანაწილების ახალი წესი უმაღლესი სასწავლებლების ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას საფრთხეს უქმნის. თსუ-სა და ილიაუნის წარმომადგენლები ხაზს უსვამენ, რომ აკადემიური თავისუფლება და თვითმმართველობა უნდა შენარჩუნდეს.პროტესტის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ რეფორმა ცენტრალიზებულ მართვას აძლიერებს და უნივერსიტეტების გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას ზღუდავს. მათი მთავარი მოთხოვნა რეფორმის შეჩერება და პროფესიულ წრეებთან ფართო კონსულტაციების დაწყებაა.