დიდი ბრიტანეთის მიერ ორი მედია-საშუალების დასანქცირებამ კითხვები გააჩინა - შესაძლოა თუ არა შეზღუდვები მმართველი გუნდის მაღალჩინოსნებსაც შეეხოთ - Palitra News

დიდი ბრიტანეთის მიერ ორი მედია-საშუალების დასანქცირებამ კითხვები გააჩინა - შესაძლოა თუ არა შეზღუდვები მმართველი გუნდის მაღალჩინოსნებსაც შეეხოთ

2026-03-03 21:00:40+04:00

დიდი ბრიტანეთის მიერ ორი მედია-საშუალების დასანქცირებამ კითხვები გააჩინა - შესაძლოა თუ არა შეზღუდვები მმართველი გუნდის მაღალჩინოსნებსაც შეეხოთ. ოპოზიციური პარტიები ვარაუდობენ, რომ როგორც გაერთიანებული სამეფო, ასევე ევროკავშირი, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების წინააღმდეგ მკაცრ ზომებს აამოქმედებენ.ოპონენტების შეფასებით, სანქციები შესაძლოა მედია-ორგანიზაციებს მიღმა გავრცელდეს და იმავე საფუძვლით ხელისუფლების მაღალჩინოსნებსაც შეეხოს.მმართველ გუნდში ამგვარ მოლოდინებს პოლიტიკურ სპეკულაციად აფასებენ და სანქციების გავრცელების პერსპექტივას უარყოფითად განიხილავენ. საკითხი პოლიტიკურ დღის წესრიგში ერთ-ერთ მთავარ თემად რჩება.