საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა კანონპროექტი, რომელიც საარჩევნო პროცესზე საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის ასაკობრივ ზღვარს აწესებს - Palitra News

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა კანონპროექტი, რომელიც საარჩევნო პროცესზე საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის ასაკობრივ ზღვარს აწესებს

2026-03-02 21:01:26+04:00

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა კანონპროექტი, რომელიც საარჩევნო პროცესზე საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის ასაკობრივ ზღვარს აწესებს. ცვლილების მიხედვით, სადამკვირვებლო მისიებში მონაწილეობას მხოლოდ 18 წელს გადაცილებული უცხო ქვეყნის მოქალაქეები შეძლებენ. ოპოზიცია ამ ინიციატივაში საარჩევნო გარემოს გამკაცრების მცდელობას ხედავს, ხელისუფლება კი საერთაშორისო პრაქტიკაზე მიუთითებს.