საერთაშორისო მედია - აიათოლა ალი ხამენეი ლიკვიდირებულია - მისი ცხედარი ნაპოვნია - Palitra News

საერთაშორისო მედია - აიათოლა ალი ხამენეი ლიკვიდირებულია - მისი ცხედარი ნაპოვნია

2026-03-01 00:10:30+04:00

აშშ-ში ისრაელის ელჩმა ამერიკელ მაღალჩინოსნებს აცნობა, რომ აიათოლა ალი ხამენეი ლიკვიდირებულია, - ინფორმაციას გამოცემა Axios-ის ჟურნალისტი, ბარაკ რავიდისოციალურ ქსელში ავრცელებს.

„აშშ-ში ისრაელის ელჩმა, იეჰიელ ლეიტერმა ვაშინგტონში მაღალჩინოსნებს აცნობა, რომ ხამენეი ლიკვიდირებულია“, - წერს რავიდი X-ზე.

ისრაელის მე-12 არხის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ირანის უზენაესი ლიდერის დაღუპვის მტკიცებულება უკვე წარუდგინეს.

ასევე, ისრაელელმა ოფიციალურმა პირმა გამოცემა Reuters-ს განუცხადა, რომ ხამენეის ცხედარი ნაპოვნია.