ისრაელის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია - ბენიამინ ნეთანიაჰუ დონალდ ტრამპს ესაუბრა - Palitra News

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია - ბენიამინ ნეთანიაჰუ დონალდ ტრამპს ესაუბრა

2026-02-28 20:06:20+04:00

ბენიამინ ნეთანიაჰუ დონალდ ტრამპს ესაუბრა, - ინფორმაციას ისრაელის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„ირანის წინააღმდეგ ორი ქვეყნის ერთობლივი დარტყმების ფონზე, პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ესაუბრა“, - აცხადებს ისრაელის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია და ნეთანიაჰუს ფოტოს აქვეყნებს.

აშშ-ის პრეზიდენტისა და ისრაელის პრემიერ-მინისტრის საუბრის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.