ცალკეული სახელმწიფოების  მიერ მიღებული სანქციების გარდა, საქართველო შესაძლოა, მთლიანად ევროკავშირის სანქციების სამიზნე გახდეს - რას აცხადებენ პოლიტიკოსები? - Palitra News

ცალკეული სახელმწიფოების  მიერ მიღებული სანქციების გარდა, საქართველო შესაძლოა, მთლიანად ევროკავშირის სანქციების სამიზნე გახდეს - რას აცხადებენ პოლიტიკოსები?

2026-02-27 21:19:19+04:00

ცალკეული სახელმწიფოების მიერ მიღებული სანქციების გარდა, საქართველო შესაძლოა მთლიანად ევროკავშირის სანქციების სამიზნე გახდეს, რაც ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ქართველი ოპოზიციონერებისთვის გაგზავნილ წერილში, ფაქტობრივად, დაადასტურა კიდეც როდესაც აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები დემოკრატიულ უკუსვლასა და უფლებების დარღვევებზე პასუხისმგებელი პირების სანქციების საკითხზე გრძელდება. წერილში ნათქვამია, რომ ვიზების შეჩერება შესაძლოა მთელ მოსახლეობაზე გავრცელდეს, თუკი ხელისუფლება პრობლემებს არ მოაგვარებს. ქართული ოცნება უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებას ბრიტანეთის მიერ იმედისა და პოსტივის დასანქცირების გაგრძელებად მიიჩნევს. უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ ევროპული ბიუროკრატია ქართველ ხალხს აშანტაჟებს და აიძულებს ვიზების სანაცვლოდ ერთსქესიანთა ქორწინება , სასამართლო ხელისუფლების გარედან დაკომპლექტება, რუსეთთან პირდაპირი სასანქციო რეჟიმის შემოღება და ქართულ პოლიტიკაში გარე დაფინანსება დააკანონოს.