Axios - აშშ-მა ისრაელში საელჩოდან თანამშრომლების ნაწილის ევაკუაცია დაიწყო - Palitra News

Axios - აშშ-მა ისრაელში საელჩოდან თანამშრომლების ნაწილის ევაკუაცია დაიწყო

2026-02-27 18:38:35+04:00

აშშ-მა ისრაელში საელჩოდან თანამშრომლების ნაწილის ევაკუაცია დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Axios-ი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაცხადა, რომ უსაფრთხოების რისკებიდან გამომდინარე ისრაელში აშშ-ის საელჩოდან არასავალდებულო სამთავრობო პერსონალისა და მათი ოჯახის წევრების ევაკუაციის პროცესი დაიწყო.მანამდე, ისრაელში აშშ-ის ელჩმა, მაიკ ჰაკაბიმ საელჩოს თანამშრომლებს შეტყობინება გაუგზავნა, რომელშიც ნათქვამია, რომ „ვისაც ისრაელის დატოვება სურს, ეს პარასკევს უნდა გააკეთოს“.ამასთან, ისრაელში ჩინეთის საელჩომ თავის მოქალაქეებს მოუწოდა, რომ „ახლო აღმოსავლეთში უსაფრთხოების რისკების გაზრდის“ გამო საგანგებო სიტუაციებისთვის მზადყოფნა და უსაფრთხოების ზომები გააძლიერონ.