ჟენევა ორ მნიშვნელოვან შეხვედრას მასპინძლობს. ირანსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გრძელდება. მიზანი მათი დიდი ხნის ბირთვული დავის მოგვარება და ირანზე აშშ-ის ახალი დარტყმების თავიდან აცილებაა. Reuters-ი წერს, რომ ორმა ქვეყანამ ამ თვეში მოლაპარაკებები იმ იმედით განაახლა, რომ მოაგვარებენ ათწლეულების განმავლობაში არსებულ ჩიხს თეირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც ვაშინგტონის, სხვა დასავლური სახელმწიფოების და ისრაელის აზრით, ბირთვული იარაღის შექმნას ისახავს მიზნად, რასაც თეირანი უარყოფს. ამავდროულად, დაიწყო უკრაინასა და აშშ-ს დელეგაციებს შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე კონსულტაციებიც