ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში საქართველოს შესახებ ანგარიშის კენჭისყრა 4 ან 5 მაისს გაიმართება, თუმცა ვიდრე, ევროდეპუტატები ანგარიშს კიდევ ერთხელ მიუბრუნდებიან, ევროკომისიის პრეზიდენტმა საპატიმროდან ოპოზიციონერების გაგზავნილ წერილს უპასუხა. ურსულა ფონ დერ ლაიენი არ გამორიცხავს, უვიზო მიმოსვლა მთლიანად მოსახლეობას შეუჩერდეს. სანქციები და შეზუღდვები ევროპარლამენტში ანგარიშის განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო გუშინაც. მმართველი ძალა ევროპარლამენტარებს ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებს, ხოლო, მათ მიერ წარდგენილ ანგარიშს, ტყუილებზე დაფუძნებულ დოკუმენტს უწოდებენ. ევროდეპუტატების კრიტიკას სრულად იზიარებენ ოპოზიციაში. ოპონენტები პარტნიორებისგან ქმედითი ნაბიჯების მოლოდინში არიან. განხილვისას ითქვა, რომ საქართველო კანდიდატ ქვეყნად „მხოლოდ სახელით“ განიხილება, დემოკრატიული უკუსვლა კი ევროკავშირის წევრობის განმსაზღვრელი ყველა პრიორიტეტის მიმართულებით შეინიშნება. რა პასუხი აქვს ურსულა ფონ დერ ლაიენს ოპოზიციონერებისთვის და როგორია ზოგადად შეფასებები ევროპარლამენტში ანგარიშთან დაკავშირებით?