დიპლომატიური დაძაბულობის ფონზე საგარეო საქმეთა სამინისტროში, საქართველოში ბრიტანეთის ელჩი "პოსტვ"-სა და "იმედის" დასანქცირების გამო დაიბარეს - Palitra News

დიპლომატიური დაძაბულობის ფონზე საგარეო საქმეთა სამინისტროში, საქართველოში ბრიტანეთის ელჩი "პოსტვ"-სა და "იმედის" დასანქცირების გამო დაიბარეს

2026-02-26 20:56:18+04:00

დიპლომატიური დაძაბულობის ფონზე საგარეო საქმეთა სამინისტროში, საქართველოში ბრიტანეთის ელჩი "პოსტვ"-სა და "იმედის" დასანქცირების გამო დაიბარეს. საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილსა და დიპლომატს შორის შეხვედრა დაახლოებით 40 წუთს გაგრძელდა. მმართველი ძალა ინტერესდება, რა არგუმენტებს დაეყრდნო ბრიტანული მხარე სანქციების დაწესების პროცესში. მაკა ბოჭორიშვილი ამბობს, რომ დიპლომატისგან ზუსტი პასუხები ვერ მოისმინა. თავად გარეტ უორდს კი შეხვედრის დეტალებზე არ უსაუბრია. მან უწყება კომენტარის გარეშე დატოვა. ქართული ოცნება მედიასაშაულებების დასანქცირებას თავისუფალ სიტყვაზე თავდასხმად და შიდა პოლიტიკაში ჩარევად აფასებს. ოპოზიციისთვის სანქციების მიზეზი, რომელსაც დიდი ბრიტანეთი ასახელებს - მისაღებია. როგორ დასრულდა შეხვედრა და რა პოზიციები აქვთ მხარეებს?!